დეკორატიული ფილების გამოყენება | Mega Mould ყალიბების ინდუსტრია
დეკორატიული ფილების გამოყენება
2021-07-20

დეკორატიული ფილების გამოყენება

დეკორატიული ფილების გამოყენება

მოსაპირკეთებელი ფილები პოპულარულია მისი პრაქდიკული გამოყენების გამო, გამძლეა ყინვის და მაღალი ტემპერატურის სიცხის წინააღმდეგ. ტენიანობის წინააღმდეგია და არ იწვევს გამოსხივებას ადამიანებზე გათბობის პროცესში როგორც ასფალტი.

დეკორატიული ფილების სხვადა სხვა სახის მოდელის ერთად შერწყმით შეგიძლიათ დაამზადოთ მრავალნაირი სახის ლამაზი დიზაინის მქონე შიდა ან გარე ინტერიერი. მოსაპირკეთებელი ფილების დაგებისას მნიშვნელოვანია დავიცვათ ყველა წესი რომ მასზე დასხმული წყალი არ დაგუბდეს. თუ ფილები არ იქნება დაგებული წესების მიხედვით საფარი სწრაფად გაფუჭდება.

 ქვაფენილის ფილის სახეობა

ფილების დამზადება შესაძლებელია სხვა და სხვა მეთოდის გამოყენებით როგორიცაა : ხელით დმზადება პლასტმასის ყალიბის გამოყენებით, ნახევრად ან სრული ავტომატიური დანადგარებით (ვიბროკასტი) ისევ პლასტმასის ყალიბის მეშვეობით და სხვადასხვა ავტომატიზმის მქონე (ვიბროპრესი) დანადგარებით. ვიბროპრესული დანადგარით დამზადებული მოსაპირკეთებელი ფილა სხვა ფილებიდან განსხვავებით უფრო გამძლეა. ფილები მზადდება ბეტონის მიქსისა და თიხისგან ემატება გრანიტის ქიმიკატი და ნაწარმის გამაძლიერებელი სითხე (პლასტიზატორი) ფილებს შორის ყველაზე გამძლეა გრანიტით დამზადებული ეგრეთწოდებული გრანიტის ფილები.

ფილების შეიძლება იყოს მრავალი სახის ამათგან ყველაზე პოპულარულია :ოთხკუთხედი , მართკუთხედი , დედა შვილი , გვირილა , ძვალი , სამყურა , ტალღა და ა.შ. 
უნიკალური და ლამაზი ზედაპირის მქონე ფილების კომპოზიციით შეგიძლიათ დააგოთ კოტეჯებისა და აგარაკების ეზო ბაღებში მყოფი ბილიკები მათი სისქე მინიმუ 40 მმ უნდა იყოს ხოლო ისეთი ადგილები სადაც ხალხმრავლობაა (მოედანი, ტროტუარი) დაგებული უნდა იქნას მინიმუმ 60 მმ სისქის მქონე

მოსაპირკეთებელი ფილები 

თუ გეგმავთ ქუჩაში გასწვრივ ბილიკის დაგებას უნდა უმჯობესია გამოიყენოთ გრანიტის ფილები. 
მსუბუქი სატრანსპორტი გზისთვის გაანგარიშებულია 70-80 მმ სისქის მქონე ფილები უფრო მაღალი წონის მქონე ტრანსპორტის გზებისათვის კი 100 მმ საფარის სისქე უნდა იყოს გამოყენებული.

როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი მასალა ?

იმისათვის რომ მივხვდეთ რა ხარისხისაა მოსაპირკეთებელი ფილები რომლის შეძენაც ჩევნ გვსურს უნდა მივაქციოთ ყურდღება ისეთ კრიტერიუმებს როგორიცაა მაგალითად, ფილების ზედაპირზე არ უნდა არსებობდეს ხვრელები, დენტები უნდა იყოს ლამაზი ზედაპირის მქონე და არ უნდა ქონდეს ზედმეტი ბეტონის ნაოჭები წერტილები, უნდა ქონდეს მკაფიო ხმა თუ ხმა არ ექნება მკაფიო და ჟღერს ისე როგორც ღრუ ფილა (ცარიელი) მაშინ ნაწარმი არ არის შევსებული და მას შიგნით არის სიცარიელე რომელიც შემდეგ გამოიწვევს მის გაბზარვას, გატეხვას. იმისათვის რომ მასალა გახდეს მკვრივი საჭიროა ის იყოს კარგად გამშრალი. თქვენ უნდა გაერკეთ რამდენად გლუვია მისი ზედაპირი რომ მოსაპირკეთებელი ფილების ჩაგების შემდეგ არ დადგეს წყლის გუბე მის ზედაპირზე რომელსაც ექნება უშნო არასასურველი შეხედულება და მალე დაიშლება ის.

სტილის პარამეტრები.
ხარისხიანი მასალის შეძენის შემდეგ თქვენ უნდა აირჩიოთ განლაგების ვარიანტი, სწორი და თანაბარი მონაკვეთებით, ყველაზე ადვილი სამუშაო სრულდება ხაზოვანი ნიმუშის გამოყენებით. მოსაპირკეთებელი ფილების დაგების ეს ტექნოლიგია უმარტივესია, გამოყენებული ხაზოვანი ნიმუშის მეშვეობით თქვენ გეძლევათ საშუალება მინიმუმზე დაიყვანოთ დაშვებული შეცდომა.
ხაზოვანი განლაგება შესაძლებელია იყოს : ვერტიკალური, ჰორიზონტალური, სწორი და შერეული. არსებობს ასევე დიაგონალური განლაგგების სტილი რომელიც ძალზედ პოპულარულია.

Mega Mould  ყალიბების ინდუსტრია 
 

გააზიარე სოციალურ ქსელში
Bess Concrete Block Machine
Carfel Concrete Block Machine
Columbia Concrete Block Machine
Conpromac Concrete Block Machine
Duyue Concrete Block Machine
Form ımpianti Concrete Block Machine
Hes Tula Concrete Block Machine
Masa Concrete Block Machine
Merkon Concrete Block Machine
Namtaş Concrete Block Machine
Omag Concrete Paving Block Machine
Poyatos Concrete Paving Block Machine
Prensoland Concrete Paving Block Machine
Prometal Rus Concrete Paving Block Machine
Qunfeng Concrete Paving Block Machine
Rometa Concrete Paving Block Machine
Techmatik Concrete Paving Block Machine
Tiger Concrete Paving Block Machine
Topwerk Concrete Paving Block Machine
Vess Concrete Paving Block Machine
Zeng Concrete Paving Block Machine
Zenith Concrete Paving Block Machine