ფილის ყალიბის დამზადების პროცესი | Mega Mould ყალიბების ინდუსტრია
ფილის ყალიბის დამზადების პროცესი
2021-01-04

ფილის ყალიბის დამზადების პროცესი

რა თქმა უნდა არსებობს მოსაპირკეთებელი ფილის ყალიბის - პრეს ფორმის დამზადების მრავალნაირი მეთოდი, ჩვენ გაგაცნობთ ყველაზე პოპულარული მეთოდებიდან რამოდენიმეს, ამ მეთოდებით დამზადებული ფორმები არის მდგრადი, ასეთი ყალიბებით დამზადებული ფილა არის უფრო გამძლე, ასევე ფორმა იდეალურია ვიბროდაწნეხილი დანადგარებისათვის. მოსაპირკეთებელი ფილის პრეს ფორმის დამზადების ერთერთი მეთოდი არის, მთლიანი ფოლადის ფირფიტაზე, მომხმარებლის მიერ არჩეული ყალიბის მოდელის მიხედვით CNC-OXY GAS (ოქსიდური გაზი) გამოჭრის მეთოდი.

წარმოება ხორციელდება წყალში სპეციალურ აუზებში და ჩვეულებრივი გამოჭრის მეთოდიდან განსხვავებით ფოლადი არ ღებულობს დეფორმაციას გამოჭრისას მაღალი ტემპერატურზე და ზომების ფიზიკურ გადახრებებზე.

1 ყალიბის დამზადებისას გამოყენებული ფოლადის ხარისხი.

2 ყალიბების - პრეს ფორმის ნაწილები.

3 მოსაპირკეთებელი ფილების მოდელები.

4 ვიბრო დაწნეხილი მოსაპირკეთებელი ფილა.

5 ყალიბის დანადგარში ჩადგმის მეთოდები.


1 ყალიბში გამოყენებული ფოლადის ნედლეული.


მნიშვნელოვანია გამოყენებული იყოს ყალიბის დამზადებისას მაღალი ხარისხის მქონე ფოლადის ნედლეული როგორიცაა მაგალითად, CK – 45 სტრუქტურის მქონე ფოლადი რომლებიც გამოყენებულია მძიმე ტექნიკის ნაწილებში და იდეალურია მუდმივი ან ცვალებადი დაძაბულობების მქონე სამუშაოებში გამოყენებისათვის. რა თქმა უნდა ფოლადის ფასები განსხვავდება მათი გამძლეობის მიხედვით, მაგალითად CK – 45-ის ფოლადით დამზადებული პრეს ფორმით დაბეჭდილი ქვის რაოდენობა.

ამ მონაცემების გათვალისწინებით, ძლიერი ფოლადიდან დამზადებული ყალიბები როგორიცაა  Hardox-ი ყალიბებში არ იწვევს დეფორმაციას, სხვადასხვა ფოლადებიდან დამზადებული ყალიბები რბილი ყალიბები იწვევს ბლოკების ზომებში უზუსტობას და ყალიბების ცვეთას.


2 ყალიბების - პრეს ფორმის ნაწილები.


პრეს ფორმა იყოფა ორ ნაილად ზედა და ქვედა. (დედალ მამალი) ყალიბის  ზედა ნაწილს მიღებული აქვს იმ ფილის ფორმა რომელსაც აწარმოებს მისი მომხმარებელი. პრეს ფორმის სიდიდე იზრდება თქვენი ვიბროდაწნეხილი დანადგარის მიხედვით ერთ პრესში შესაძლებელია დაიბეჭდოს 12-დან 36-მდე ცალი ფილა.
შიდა ნაწილის სისქე დასამზადებელი ყალიბის, მისი ფიზიკური კრიტერიუმებით დგინდება. ყალიბის ყველა ნაწილი სახვადასხვა ბოლო ტექნოლოგიის მქონე გამზომი აპარატებით კონტროლდება და  კეთდება ყველა საჭირო შესწორება. ყალიბების სიმაღლეები სპეციალურად მზადდება მყიდველის მოთხოვნილი ზომების მიხედვით.

ადგილი სადაც კომბინირდება ( ერთმანეთში ჩადის) პრეს ფორმის ზედა და ქვედა ნაწილი უნდა იყოს უნიკალურად ზუსტ ზომებში გამოჭრილი რომ აწარმოოთ უნიკალური ქვა, შესაძლებელი იყოს ფორმის ხანგრძლივად გამოყენება.


ყალიბის ზედა ნაწილი მზადდება CNC  ვერტიკალური დანადგარით სასურველი ფორმის მიღების შემდეგ ინდუქციური მეთოდით ზედაპირის გამაგრებით ხდება გამძლე. ზედა ნაწილის დაფების ყალიბის ქვედა ნაწილში  ადვილად მოძრაობისათვის.


მოსაპირკეთებელი ფილის სამონტაჟო ადგილები (გადაბმის ადგილი) განსხვავდება დანადგარების მიხედვით. ბევრი დანადგარი იხსნება სიმძიმის ამწე აპარატის დახმარებით მონტაჟდება ფორმა მასში, ყალიბის წონა იწყება 350–400 კილოგრამიდან რა თქმა უნდა გააჩნია მის სიდიდეს.


მოსაპირკეთებელი ფილების  დანადგარში ყალიბის სწორი მონტაჟი მნიშვნელოვანია დანადგარის გამართულად მუშაობისათვის. ყალიბის არასწორი მონტაჟი გამოიწვევს მთლიანი დანადგარის გაუმართაობას, დააზიანებს არა მხოლოდ მას არაამედ ყალიბი მიიღებს დეფორმაციას.
უნდა დარწმუნდეთ რომ ყალიბი ზუსტად არის ჩადგმული დანადგარში და დაჭერილია ყველა მისი ხრახნი.
მოშვებულ მდგომარეობაში დატოვებული ან ზედმეტად მოჭერილი ერთი ხრახნიც კი დააზიანებს მას.

3 მოსაპირკეთებელი ფილების მოდელები.


მოგეხსენებათ არსებობს მოსაპირკეთებელი ფილის უამრავი სახეობა როგორიცაა : ჰოლანდიური ქვა, დედა შვილი, ჰორიზონტი, ტალღა, ძვალი და სხვა მრავალი სახის ქვა არსებობს, ყველა ქვის დასამზადებლად რა თქმა უნდა გამოიყენება ერთი და იგივე დამზადების მეთოდი უმნიშვნელოდ იცვლება მხოლოდ დამზადების დრო, ქვის ფილის სიდიდის და ნახაზის სირთულის მიხედვით.


მოსაპირკეთებელი ფილის გამოყენება შესაძლებელია ბევრ ადგილას როგორიცაა : ბაღები, ეზოები. მოედნები, გზები ტროტუარები და სხვა მრავალ ობიექტზე. 
ფილების გამოყენება დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება, შესაძლებელია ბეტონში პიგმენტის (საღებავი ფხვნილი) გარევის მეშვეობით მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ფერის მქონე  (სანახავად დააჭირეთ) დეკორატიული ფილა.


4 ვიბრო დაწნეხილი მოსაპირკეთებელი ფილა.


ვიბროპრესული დანადგარით დამზადებული  (სანახავად დააჭირეთ) მოსაპირკეთებელი ფილა სხვა ფილებიდან განსხვავებით უფრო გამძლეა. ფილები მზადდება ბეტონის მიქსისა და თიხისგან ემატება გრანიტის ქიმიკატი და ნაწარმის გამაძლიერებელი სითხე (პლასტიფიკატორი) ფილებს შორის ყველაზე გამძლეა გრანიტით დამზადებული ეგრეთწოდებული (სანახავად დააჭირეთ) კერამოგრანიტის ფილები.


მოსაპირკეთებელი ფილები პოპულარულია მისი პრაქტიკული გამოყენების გამო, გამძლეა ყინვის და მაღალი ტემპერატურის სიცხის წინააღმდეგ.
არსებობს მრავალი სახის ტროტუარის, მოსაპირკეთებელი, დეკორატიული ქვაფენილის, (სანანახავად დააჭირეთ) ბალახის ეკო ფილა , ცხაური სადრებაჟე ფილის და სხვა მრავალი სახის ფილის მოდელი, მრავალნაირი მოდელის და ზომის მქონე გეომეტრიული ფორმის მქონე მოსაპირკეთებელი ფილა არსებობს.

5 ყალიბის დანადგარში ჩადგმის მეთოდები.

სტანდარტული ბოლტით / ჩადგმა 
ჩადგმის ეს ტიპი არის ყველაზე ხშირად გამოყენებული კავშირის ტიპი. ზედა (მამალი) ფორმა უკავშირდება მანქანას შეერთების პლატფორმას ჭანჭიკების დახმარებით. ეს დაბალი ფასის და შეერთების მეთოდის გამო ეს ჩადგმის ტიპი პოპულარულია,  კავშირის ეს მეთოდი გამოიყენება დაწყებითი და საშუალო კლასის დანადგარ სისტემებში.

   პნევმატიური ჰაერით / ჩადგმა
პნევმატური კავშირი ემყარება ზედა (მამალი) ყალიბის, დანადგარში ყალიბი პლატფორმასთან დამაგრებას პნევმატური ზონრებით ხერხდება. ყალიბის სწრაფი შეცვლისთვის გამოყენებული სისტემა გამოიყენება შუა და ზედა სეგმენტის ბეტონის ბლოკის დანადგარებში.

   ჰიდრავლიკური / ჩადგმა
ჰიდრავლიკური კავშირი ემყარება ზედა (მამალი) ფორმის ცენტრირების ქინძისთავების დამაგრებას მანქანების ფორმის პლატფორმასთან ჰიდრავლიკური დგუშების დამჭერებით. ყალიბის სწრაფი შეცვლისათვის გამოყენებული სისტემა გამოიყენება შუა და ზედა სეგმენტის ბეტონის ბლოკის დანადგარებში.

Mega Mould-ყალიბების ინდუსტრია.

გააზიარე სოციალურ ქსელში
Bess Concrete Block Machine
Carfel Concrete Block Machine
Columbia Concrete Block Machine
Conpromac Concrete Block Machine
Duyue Concrete Block Machine
Elkon Concrete Block Machine
Form ımpianti Concrete Block Machine
Hes Tula Concrete Block Machine
Masa Concrete Block Machine
Merkon Concrete Block Machine
Namtaş Concrete Block Machine
Omag Concrete Paving Block Machine
Poyatos Concrete Paving Block Machine
Prensoland Concrete Paving Block Machine
Prometal Rus Concrete Paving Block Machine
Qunfeng Concrete Paving Block Machine
Rometa Concrete Paving Block Machine
Techmatik Concrete Paving Block Machine
Tiger Concrete Paving Block Machine
Topwerk Concrete Paving Block Machine
Vess Concrete Paving Block Machine
Zeng Concrete Paving Block Machine
Zenith Concrete Paving Block Machine