როგორ მზადდება მოსაპირკეთებელი ფილის ყალიბი – პრეს ფორმა
რა თქმა უნდა არსებობს მოსაპირკეთებელი ფილის ყალიბის – პრეს ფორმის დამზადების მრავალნაირი მეთოდი, ჩვენ გაგაცნობთ ყველაზე პოპულარული მეთოდებიდან რამოდენიმეს, ამ მეთოდებით დამზადებული ფორმები არის მდგრადი, ასეთი ყალიბებით დამზადებული ფილა არის უფრო გამძლე, ასევე ფორმა იდეალურია ვიბროდაწნეხილი დანადგარებისათვის. მოსაპირკეთებელი ფილის პრეს ფორმის დამზადების ერთერთი მეთოდი არის, მთლიანი ფოლადის ფირფიტაზე, მომხმარებლის მიერ არჩეული ყალიბის მოდელის მიხედვით CNC-OXY GAS (ოქსიდური გაზი) გამოჭრის მეთოდი.
წარმოება ხორციელდება წყალში სპეციალურ აუზებში და ჩვეულებრივი გამოჭრის მეთოდიდან განსხვავებით ფოლადი არ ღებულობს დეფორმაციას გამოჭრისას მაღალი ტემპერატურზე და ზომების ფიზიკურ გადახრებებზე.
1 ყალიბში გამოყენებული ფოლადის ნედლეული.
მნიშვნელოვანია გამოყენებული იყოს ყალიბის დამზადებისას მაღალი ხარისხის მქონე ფოლადის ნედლეული როგორიცაა მაგალითად, CK – 45 სტრუქტურის მქონე ფოლადი რომლებიც გამოყენებულია მძიმე ტექნიკის ნაწილებში და იდეალურია მუდმივი ან ცვალებადი დაძაბულობების მქონე სამუშაოებში გამოყენებისათვის. რა თქმა უნდა ფოლადის ფასები განსხვავდება მათი გამძლეობის მიხედვით, მაგალითად CK – 45-ის ფოლადით დამზადებული პრეს ფორმით დაბეჭდილი ქვის რაოდენობა.
ამ მონაცემების გათვალისწინებით, ძლიერი ფოლადიდან დამზადებული ყალიბები როგორიცაა Hardox-ი ყალიბებში არ იწვევს დეფორმაციას, სხვადასხვა ფოლადებიდან დამზადებული ყალიბები რბილი ყალიბები იწვევს ბლოკების ზომებში უზუსტობას და ყალიბების ცვეთას.
2 ყალიბების – პრეს ფორმის ნაწილები.
პრეს ფორმა იყოფა ორ ნაილად ზედა და ქვედა. (დედალ მამალი) ყალიბის ზედა ნაწილს მიღებული აქვს იმ ფილის ფორმა რომელსაც აწარმოებს მისი მომხმარებელი. პრეს ფორმის სიდიდე იზრდება თქვენი ვიბროდაწნეხილი დანადგარის მიხედვით ერთ პრესში შესაძლებელია დაიბეჭდოს 12-დან 36-მდე ცალი ფილა.
შიდა ნაწილის სისქე დასამზადებელი ყალიბის, მისი ფიზიკური კრიტერიუმებით დგინდება. ყალიბის ყველა ნაწილი სახვადასხვა ბოლო ტექნოლოგიის მქონე გამზომი აპარატებით კონტროლდება და კეთდება ყველა საჭირო შესწორება. ყალიბების სიმაღლეები სპეციალურად მზადდება მყიდველის მოთხოვნილი ზომების მიხედვით. ადგილი სადაც კომბინირდება ( ერთმანეთში ჩადის) პრეს ფორმის ზედა და ქვედა ნაწილი უნდა იყოს უნიკალურად ზუსტ ზომებში გამოჭრილი რომ აწარმოოთ უნიკალური ქვა, შესაძლებელი იყოს ფორმის ხანგრძლივად გამოყენება.
ყალიბის ზედა ნაწილი მზადდება CNC ვერტიკალური დანადგარით სასურველი ფორმის მიღების შემდეგ ინდუქციური მეთოდით ზედაპირის გამაგრებით ხდება გამძლე. ზედა ნაწილის დაფების ყალიბის ქვედა ნაწილში ადვილად მოძრაობისათვის.
მოსაპირკეთებელი ფილის სამონტაჟო ადგილები (გადაბმის ადგილი) განსხვავდება დანადგარების მიხედვით. ბევრი დანადგარი იხსნება სიმძიმის ამწე აპარატის დახმარებით მონტაჟდება ფორმა მასში, ყალიბის წონა იწყება 350 – 400 კილოგრამიდან რა თქმა უნდა გააჩნია მის სიდიდეს.
მოსაპირკეთებელი ფილების დანადგარში ყალიბის სწორი მონტაჟი მნიშვნელოვანია დანადგარის გამართულად მუშაობისათვის. ყალიბის არასწორი მონტაჟი გამოიწვევს მთლიანი დანადგარის გაუმართაობას, დააზიანებს არა მხოლოდ მას არაამედ ყალიბი მიიღებს დეფორმაციას.
უნდა დარწმუნდეთ რომ ყალიბი ზუსტად არის ჩადგმული დანადგარში და დაჭერილია ყველა მისი ხრახნი.
მოშვებულ მდგომარეობაში დატოვებული ან ზედმეტად მოჭერილი ერთი ხრახნიც კი დააზიანებს მას.
3 მოსაპირკეთებელი ფილების მოდელები.
მოგეხსენებათ არსებობს მოსაპირკეთებელი ფილის უამრავი სახეობა როგორიცაა : ჰოლანდიური ქვა, დედა შვილი, ჰორიზონტი, ტალღა, ძვალი და სხვა მრავალი სახის ქვა არსებობს, ყველა ქვის დასამზადებლად რა თქმა უნდა გამოიყენება ერთი და იგივე დამზადების მეთოდი უმნიშვნელოდ იცვლება მხოლოდ დამზადების დრო, ქვის ფილის სიდიდის და ნახაზის სირთულის მიხედვით.
მოსაპირკეთებელი ფილის გამოყენება შესაძლებელია ბევრ ადგილას როგორიცაა : ბაღები, ეზოები. მოედნები, გზები ტროტუარები და სხვა მრავალ ობიექტზე.
ფილების გამოყენება დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება, შესაძლებელია ბეტონში პიგმენტის (საღებავი ფხვნილი) გარევის მეშვეობით მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ფერის მქონე დეკორატიული ფილა.
4 ვიბრო დაწნეხილი მოსაპირკეთებელი ფილა.
ვიბროპრესული დანადგარით დამზადებული მოსაპირკეთებელი ფილა სხვა ფილებიდან განსხვავებით უფრო გამძლეა. ფილები მზადდება ბეტონის მიქსისა და თიხისგან ემატება გრანიტის ქიმიკატი და ნაწარმის გამაძლიერებელი სითხე (პლასტიფიკატორი) ფილებს შორის ყველაზე გამძლეა გრანიტით დამზადებული ეგრეთწოდებული გრანიტის ფილები.
მოსაპირკეთებელი ფილები პოპულარულია მისი პრაქტიკული გამოყენების გამო, გამძლეა ყინვის და მაღალი ტემპერატურის სიცხის წინააღმდეგ.
არსებობს მრავალი სახი ტროტუარის, მოსაპირკეთებელი, დეკორატიული ქვაფენილის და სხვა მრავალი სახის ფილა, სხვადასხვა მოდელის და ზომის ფორმის და ა.შ.
ge.megamoulds.com/სტატია/ფილის-ყალიბის-დამზადების-პროცესი/31