დეკორატიული ფილების დამამზადებელი დანადგარი | Mega Mould ყალიბების ინდუსტრია
დეკორატიული ფილების დამამზადებელი დანადგარი
2023-01-16

დეკორატიული ფილების დამამზადებელი დანადგარი

დეკორატიული ფილების დამამზადებელი დანადგარი. 

ფილების დამზადება შესაძლებელია როგორც ვიბროდაწნეხილი დანადგარებით ასევე პლასტმასის ფორმების გამოყენებით დეკორატიული ფილების დამამზადებელ დანადგარების მეშვეობით.  

პლასტმასის ფომრბით დეკორატიული, ტროტუარის, ბორდიურის, სანიაღვრე დს სხვა მრავალი სახის ფილის დამზადებაა შესაძლებელი, პლასტმასის ყალიბის გამოყენებით შეგიძლიათ დაამზადოთ ფილები როგორც კერძო მოხმარებისათვის ბაღის ეზოს მოსაპირკეთებლად მინიმალური ოდენობით, ასევე სპეციალური აპარატ - დანადგარების გამოყენებით შესაძლებელია აწარმოოთ დღეში 300 კვადრატიდან - 1000 კვადრატამდე გასაყიდი ფილა თქვენი ბიზნესისთვის. 

მოსაპირკეთებელი ფილების დანადგარი გაცილებით იაფია ვიბროდაწნეხილ დანადგართან შედარებით. მას არ სჭირდება დიდი ფართი როგორც და დიდი სიმძლავრის ელექტრო ენერგიის მომწოდებელი ტრანსფორმატორი. ასევე დეკორატიული ფილების დანადგარის ინსტალაცია უფრო ადვილი და ნაკლებად ხარჯიანია.

დანადგარის ნაწილების ზოგიერთი ჩამონათვალი შემდეგნაირია; 

1 - ნედლეულის ბუნკერი (ხრეში,ქვიშა,ღორღი და ა.შ)

2 - ბეტონის ამრევი (მიქსერი) და ნედლეულის კონვეიერი

3 - მინი საცდელი ბუნკერი (შნეკიანი)

4 - ვიბრო მაგიდა 

5 - დეკორატიული ფილის ყალიბიდან გამაცალკევებელი აპარატი.

 

ნედლეულის ბუნკერი  რომელიც მზადდება სხვა და სხვა ზომისა და მოცულობის მიხევით, ხანგრძლივი გამოყენებისათვის ფოლადის ნედლეული რომლითაც დამზადებულია ბუნკერი უნდა იყოს ხარისხიანი რომ მასში ჩაყრილმა ნედლეულმა არ გაქექოს ის. სასურველია ბუნკერზე ეყენოს ვიბრო ძრავა ვინაიდა წვიმის დროს გაქვავებული ნედლეულმა არ დალუქოს მისი პირი.

ნედლეულის ტრანსპორტიორი კონვეიერი დამზადებული უნდა იყოს სქელი ლენტით ვინაიდან ბუნკერიდან გამოსული მსხვილი ქვა ან სხვა უცხო მასალამ არ დააზიანოს, გახიოს ის, კონვეიერის გამტანი ლენტის მეშვეობით ნედლეული გადადის მიქსერში (მეშალკა) სადაც ნედლეულზე ემატება ცემენტი, პიგმენტი, წყალი და სხვა დამატებითი ქიმიკატები, დამატებული ინგრედიენტების მიქსერის მიერ არევის შემდეგ მიიღება თქვნთვის სასურველი სისქის და ფერის მქონე ბეტონის ხსნარი.

არსებობბს სხვადასხვა ზომის ბეტონის ამრევი მიქსერები, რაც უფრო დიდია ამრევი მით უფრო მეტი ენერგია არის საჭირო რომ ერთგვაროვნად აურიოს  მასში მოთავსებული შემვსები მასალა გამოყენებული მზა ბეტონის მისაღებად. მაგალითად 50 კგ ცემენტის ტევადობის მქონე მიქსერში მიახლოებით 12-14 Kw სიმძლავრის მქონე ძრავის დაყენება არის რეკომენდირებული.

მიქსერის შიდა ნაწილი ხშირად დნება და ფუჭდება, ბეტონის ხსნარში შერეულო გამაძლიერებელი ქიმიკატების გამო. აქედან გამომდინარე ამრევის შიდა ნაწილი უნდა იყოს დამზადებული ცვეთა გამძლე მაღალი ხარისხის მქონე ფოლადის ნედლეულით და ამრევის შიდა ნაწილში უნდა ჩაიკრას დამატებითი დამცავი ფოლადის ფენა ეგრეთწოდებული (ბრონი)

 

3 იმ შემთხვევაში თუ თქვენ აპირებთ დაიწყოთ ბიზნესი დეკორატიული ფილების სფეროში, აუცილებლად უნდა შეიძინოთ დანადგარის კომპლექსის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი შნეკიანი მინი ბუნკერი.

მიქსერში მზა მყოფი ბეტონის ხსნარი, შნეკის მეშვეობით გადადის მინი საცდელ ბუნკერში შემდეგ პედლური სისტემით ხსნარი ისხმება დეკორატიული ფილის პლასტმასის ყალიბებში.

 ვიბრო მაგიდა

ვიბრო მაგიდა პლასტმასის ყალიბში ჩასხმული ბეტონის ნარევის, ფორმებში თანაბრად გასანაწილებლად გამოიყენება. თუ ჩამოსხმული ბეტონის ყალიბებში თანაბრად განაწილება არ მოხერხდება, ნაწარმი იქნება არასწორი ზომის, დაგეკარგებათ მომხმარებელი, მიიღებთ დეფორმაციულ ნაწარმს დაკარგავთ ფულს და რა თქმა უნდა დროს, ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვიბრო მაგიდა რომელიც დაგეხმარებათ უნიკალური პროდუქციის დამზადებაში.

დეკორატიული ფილის ყალიბიდან გამაცალკევებელი აპარატი.

მოსაპირკეთებელი ფილები პოპულარულია მისი პრაქტიკული გამოყენების გამო, გამძლეა ყინვის და მაღალი ტემპერატურის სიცხის წინააღმდეგ. ტენიანობის წინააღმდეგია და არ იწვევს გამოსხივებას ადამიანებზე გათბობის პროცესში როგორც ასფალტი.

დეკორატიული ფილების სხვადა სხვა სახის მოდელის ერთად შერწყმით შეგიძლიათ დაამზადოთ მრავალნაირი სახის ლამაზი დიზაინის მქონე შიდა ან გარე ინტერიერი. მოსაპირკეთებელი ფილების დაგებისას მნიშვნელოვანია დავიცვათ ყველა წესი რომ მასზე დასხმული წყალი არ დაგუბდეს. თუ ფილები არ იქნება დაგებული წესების მიხედვით საფარი სწრაფად გაფუჭდება.

დეკორატიული ფილების დამამზადებელი დანადგარების სესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ჩვენს ვებ-გვერდზე მითითებული საკონტაქტო ნომრებზე. ან მოგწერეთ ჩატში 

პლასტმასის ყალიბების მოდელები        

დეკორატიული ფილების დამამზადებელი დანადგარის კატალოგის სანახავად გაყევით ბმულს 

გააზიარე სოციალურ ქსელში
Bess Concrete Block Machine
Carfel Concrete Block Machine
Columbia Concrete Block Machine
Conpromac Concrete Block Machine
Duyue Concrete Block Machine
Form ımpianti Concrete Block Machine
Hes Tula Concrete Block Machine
Masa Concrete Block Machine
Merkon Concrete Block Machine
Namtaş Concrete Block Machine
Omag Concrete Paving Block Machine
Poyatos Concrete Paving Block Machine
Prensoland Concrete Paving Block Machine
Prometal Rus Concrete Paving Block Machine
Qunfeng Concrete Paving Block Machine
Rometa Concrete Paving Block Machine
Techmatik Concrete Paving Block Machine
Tiger Concrete Paving Block Machine
Topwerk Concrete Paving Block Machine
Vess Concrete Paving Block Machine
Zeng Concrete Paving Block Machine
Zenith Concrete Paving Block Machine