როგორ გავაკეთოთ ფილის ყალიბის შეკვეთა ? | Mega Mould ყალიბების ინდუსტრია
როგორ გავაკეთოთ ფილის ყალიბის შეკვეთა ?
2021-10-11

როგორ გავაკეთოთ ფილის ყალიბის შეკვეთა ?

როგორ გავაკეთოთ თქვენთვის სასურველი ტროტუარის ფილის ყალიბების შეკვეთა.

მოგეხსენებათ რომ არსებობს უამრავი დაწნეხილი ფილის უამრავი მოდელი, ფილები გამოიყენება გარემოს მოსაპირკეთებლად როგორიცაა : ტროტუარი, მოედნები, ფეხმოსიარულეთა ბილიკები, ეზოები ბაღები და ა.შ.

დაწნეხილი ფილების დამზადება შესაძლებელია 3 დან 12 სანტიმეტრამდე სიმაღლის მქონე,  დაბალი სისქის მქონე ფილები გამოიყენება 3-4-5 ფეხმოსიარულეთა ბილიკების მოსაპირკეთებლად, 6-7-8 სანტიმეტრი სისქის მქონე ქვები მსუბუქი ავტომობილების გამავალ გზებზე, 8 სანიმეტრი და უფრო მეტი სიმაღლის მქონე ფილები კი გამოიყენება ადგილებში რომლებსაც აქვს დიდი დატვირთავა და მოძრაობს მძიმე ავტომობილები.

  

ფილების დაგებისას მნიშვნელიბა ექცევა ღარებს რომელშიც, წვიმის დროს ჩადის ნალექი და არ დგება წყლის გუბები მასზე, ღარები (კანალი) ასევე მნიშვნელოვანია მიწისთვის რომელზეც  დაგებულია ფილები მათ შორის ზუსტი სიცარიელის მეშვეობით მიწას მიეცემა სუნთქვის შანსი.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ არსებობს ფილების უამრავი მოდელი და ყველა მოდელი შესაძლებელია დამზადდეს სასურველი პარამეტრების, სისქე - სიმაღლე - სიგრძის მიხედვით.

მოთხოვნებადი ფილის დასამზადებლად უნდა გვქონდეს განსაკუთრებულად ამ მოდელის ყალიბი - პრეს ფორმა.

თქვენთვის სასურველი ტროტუარის (ქვაფენილის) ფილის ყალიბის  შეკვეთის მიცემისას აუცილებელია, მწარმოებელ კომპანიას ზუსტად მისცეთ თქვენი დანადგარის ზუსტი პარამეტრები.

დანადგარის მოდელი (ბრენდი).

დანადგარის სახეობა (ელექტრო) (ჰიდრავლიკა) (პნევმატიური).

გაუგზავნოთ რაც შეიძლება მეტო ფოტო მასალა ყალიბის დანადგარში მონტაჟის შესახებ.

ასევე შესაძლებელია გაგზავნოთ ძველი ან რომელიმე ყალიბის ფოტო რომელიც აყენია თქვენს დანადგარზე ამჟამად.

გამოყენებული პალეტის - პადონის ზუსტი ზომები.

ყალიბის ზუსტი ზოემები (სასარგებლო)

თქვენთვის სასურველი მოდელის სიგრძე - სიგანე - სიმაღლე.

გნებავთ თუ არა პრეს ფორმაში გასაყოფი - გასატეხი ფილის კაბინეტი და რა რაოდენობით.

ზემოთ ჩამოთვლილი დეტალების შემდეგ თვქენ შეკვეთა თითქმის დასრულებული იქნება, მოგაწოდებენ ნახაზს, თუ ქარნიდან გამოგზავნილ ნახაზს თქვენ ეთანხმებით, მასზე ხელის მოწერის შემდეგ უკვე დაიწყება დამზადების პროცესი.

  

ყალიბების დამზადების პროცესი მინიმუმ 4 მაქსიმუმ 9-10 კვირაა(გააჩნია შეკვეთების ოდეობას და ქარხნის დატვირთვას) ასევე უნდა გავითვალისწინოთ ყალიბის სიდიდე რაც უფრო დიდია ყალიბი მით მეტი დრო სჭირდება მის დამზადებას.

პროდუქციის ქვედა ნაწილი (დედალი) უნდა იყოს დამზადებული განსაკუთრებულ აუზებში Monoblock მეთოდით, მეთოდი არის შემდეგნაირი, მთლიანი ფოლადის ფირფიტაზე ლაზერული გამოჭრით ყველანაირი შედუღების გარეშე მზადდება ყალიბის ქვედა ნაწილი.

ასევე აუცილებლად თქვენს მიერ უნდა იყოს დასმული კითხვა იმის შესახებ თუ რომელი ფოლადის ნედლეულით მოხდება ფორმის დამზადება.

Din 1.0503 / aisi - sae 1045 / en c45 სტრუქტურულ ფოლადს ვიყენებთ.

ეს ფოლად ადვილად მუშავდება და გამკვრივებისთვის შესაფერია. გარდა ამისა დაბალია მასზე მოქმედი ვიბრაციიდან გამომდინარე დეფორმაციის და გაბზარვის რისკი.

  

ჩვენ კომპანია Mega Mould ფილების ყალიბებს ვამზადებთ CK-45 სტრუქტურული ფოლადით,  ფოლადი რომელიც ულტრა მაღალი ხარისხისაა და განსაკუთრებულად გამოიყენება მუდმივი და ცვალებადი დაძაბულობების მქონე სამუშაოებისათვის.

ჩვენს მომხმარებლებს ვაძლევთ რჩევას იმის შესახებ რომ გამოიყენონ გარეცხილი ქვიშა და ღორღი დასამზადებელი ფილების ბეტონის მიქსში, ვინაიდან გაურეცხავი ინერტიული მასალების გამოყენების შემთხვევაში ყალიბებს უფრო მეტი ცვეთა ექნება, დამზადებული პროდუქცია ნაკლები და უფრო მალე ყალიბი დაკარგავს კონტორს ვიდრე ვარაუდობთ თქვენ.

ყალიბები გაწმენდილი გასუფთავებული უნდა იყოს ყველა დღის ბოლოს (წარმოების შემდეგ) ვინაიდან ფორმებში გაყინული ბეტონი დააზიანებს არ ამხოლოდ თქვენს ყალიბს არამედ მთლიანად დანადგარსა.

ტროტუარის ფილის ყალიბები                                         კერამოგრნიტის ფილის ყალიბები

Mega Mould - უმაღლესი ხარისხის ქარხნული ბეტონ ბლოკების ყალიბები - პრეს ფორმები.

გააზიარე სოციალურ ქსელში
Bess Concrete Block Machine
Carfel Concrete Block Machine
Columbia Concrete Block Machine
Conpromac Concrete Block Machine
Duyue Concrete Block Machine
Form ımpianti Concrete Block Machine
Hes Tula Concrete Block Machine
Masa Concrete Block Machine
Merkon Concrete Block Machine
Namtaş Concrete Block Machine
Omag Concrete Paving Block Machine
Poyatos Concrete Paving Block Machine
Prensoland Concrete Paving Block Machine
Prometal Rus Concrete Paving Block Machine
Qunfeng Concrete Paving Block Machine
Rometa Concrete Paving Block Machine
Techmatik Concrete Paving Block Machine
Tiger Concrete Paving Block Machine
Topwerk Concrete Paving Block Machine
Vess Concrete Paving Block Machine
Zeng Concrete Paving Block Machine
Zenith Concrete Paving Block Machine