როგორ მზადდება სამშენებლო ბლოკი ? | Mega Mould ყალიბების ინდუსტრია
როგორ მზადდება სამშენებლო ბლოკი ?
2022-09-06

როგორ მზადდება სამშენებლო ბლოკი ?

როგორ მზადდება სამშენებლო (სატიხრე) ბლოკი ?

                     ამ სტატიაში ჩვენ ვუპასუხებთ კითხვას თუ როგორ მზადდება ბეტონის  და პემზის ბლოკები

    ბეტონის ბლოკის დამზადება თუ ის გამოიყენება ჰობის მიზნებისთვის ან მცირე რემონტისთვის შესაძლებელია მისი ხელით დამზადება, მარგრამ სამრეწველო მიზნებისთვის გამოყენებისას უპირატესობა ენიჭება ევრო სტანდარტების მქონე დანადგარებით (პრესით) დამზადებულ ბლოკებს.

    მაშ, როგორ ვაწარმოოთ ბეტონის ბლოკები? არსებობს უამრავი სახის ბეტონის ბლოკი. ყველა ეს ტიპი გამოიყენება მშენებლობის სხვადასხვა განყოფილებაში და გააჩნია განსხვავებული ფუნქცია და მახასიათებლები როგორიცაა :

სამშენებლო ბლოკი სხვადასხვა ზომის ,

სატიხრე ბლოკი ,

სართულშუა გადახურვის და საძირკვლის (ღრუ) ბლოკი და ა.შ.

  

    რაც უფრო მეტი კაბინეტი (თვალი) გააჩნია საკედლე ბლოკს მით უფრო პრესტიჯულია მისი გამოყენება კედლების აშენებისას ვინაიდან ბლოკში ბლოკის თვალი სადაც არის ცარიელი სივრცე არის ხმის ჩამხშობი და თბოიზოლაციისთვის.

     ყველა ამ ბლოკის დამზადებისთვის საჭიროა განსხვავებული ყალიბი (პრეს ფორმა) დანადგარებისთვის, ყალიბი რაც უფრო მაღალი ხარისხის ფოლადით არის დამზადებული მით უფრო ეკონომიურია ბლოკის მწარმოებლებისთვის მაგალითად, როცა პრეს ფორმა მზადდება მინიმუმ ST-52 A-1 ხარისხის მქონე ფოლადით, ბლოკის დამზადებისას გამოყენებული ნედლეული შესაძლებელია იყოს 0,7 df ფრაქციის ეს არის იმ აგრეგატის ზომები რომელიც საკმაოდ იაფია 0,5 df ფრაქციის მქონე ღორღთან.

 

     ჩინეთიდან შეძენილი (ჩინური) ყალიბი მუშაობს მხოლოდ 0,5 df  ფრაქციის მქონე ნედლეულზე მას არ შეუძლია იმუშაოს 0,7’იან ნედლეულზ ვინაიდან ჩამოპრესვის პროცესში ჩინური ყალიბი ვერ უძლებს წნეხს და იღუნება ხდება გამოუდეგარი.

ჩვენ ყველა ჩვენს მომხმარებელს ვურჩევთ რომ არ შეიძინონ ჩინური ყალიბი რომელიც მზადდება NPU 20 და მაქსიმუმ ST-37 A-3 ხარისხის მქონე ფოლადით დამზადებული რომელიც არ გაუძლებს 0,7 ზომის შემვსებ მასალას ად დაზიანდება დროზე ადრე, მოგახსენებთ რომ 1 ტონა 0,5 df და 0,7 df ფრაქცის მქონე ნედლეულს შორის არის მინიმუმ 20-25 ლარი ფასი განსხვავება, ვინაიდან 0,5’იანის დამზადებისას ქვის სამსხვრევი (დრაბილკა) ხარჯევს უფრო მეტ ელექტრო ენერგიას ვიდრე 0,7’იანის დამზადებისას.

   

      ბეტონის ბლოკის დამზადებაში ქვიშისა და ხრეშის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნას გრანულირებული წიდა ან პემზა.

თუ თქვენ გეგმავთ პემზის ბლოკის დამზადებას მაშ ამ ბლოკების პრეს ფორმები უნდა დამზადდეს ცვეთა გამძლე მინიმუმ ST-52 A-1 ან Hardox 450-500 ფოლადით,  "St" ეხება ზოგად სტრუქტურულ ნახშირბადოვან ფოლადს, რომელიც შეიცავს 2%-მდე ნახშირბადს. "52" ნიშნავს ფოლადი, რომლის დაჭიმვის სიმტკიცე არანაკლებ 52 კგ/მმ-ია. ვარგისია შედუღებული ფოლადის კონსტრუქციებში გამოსაყენებლად, რომლებიც ექვემდებარება ცვლადი და მუდმივი სტრესს ვინაიდან პემზა ვულკანური ნედლეულია და გააჩნია მაღალი დონის ცვეთა.

კომპანია MEGA MOULD დაგიმზადებთ უმაღლესი ხარისხის ბეტონ ბლოკების პრეს ფორმებს, უმაღლესი ხარისხის სერტიფიცირებულ ფოლადით ნებისმიერი დანადგარისთვის.

ბორდიურის ყალიბები          დაწნეხილი ფილის პრეს ფორმები 

MEGA MOULD - ბეტონ ბლოკების ქარხნული ყალიბები 

გააზიარე სოციალურ ქსელში
Bess Concrete Block Machine
Carfel Concrete Block Machine
Columbia Concrete Block Machine
Conpromac Concrete Block Machine
Duyue Concrete Block Machine
Form ımpianti Concrete Block Machine
Hes Tula Concrete Block Machine
Masa Concrete Block Machine
Merkon Concrete Block Machine
Namtaş Concrete Block Machine
Omag Concrete Paving Block Machine
Poyatos Concrete Paving Block Machine
Prensoland Concrete Paving Block Machine
Prometal Rus Concrete Paving Block Machine
Qunfeng Concrete Paving Block Machine
Rometa Concrete Paving Block Machine
Techmatik Concrete Paving Block Machine
Tiger Concrete Paving Block Machine
Topwerk Concrete Paving Block Machine
Vess Concrete Paving Block Machine
Zeng Concrete Paving Block Machine
Zenith Concrete Paving Block Machine