
რას გავუფრთხილდეთ მოსაპირკეთებელი ფილის ყალიბის გამოყენებისას?
შინაარსი:
1- სწორი მოდელის შერჩევა
2- ფილის ყალიბის მონტაჟი
3- დანადგარში დამონტაჟებული ყალიბის შეცვლა
4- სწორი ნედლეულის გამოყენება
5- სწორი პადონის არჩევა
6- ოპერატორის ცოდნა და გამოცდილება
7- ფილის ყალიბის გაწმენდა და მოვლა


1-) სწორი ყალიბის შერჩევა
დასაწყისისათვის საჭიროა დავადგინოთ თუ რა ფორმის ფილა არის პოპულარული და რომელი მოდელი ფილა იყიდება უფრო მეტად ვიდრე დანარჩენი. თუ ზუსტად დავადგენთ თუ რა სჭირდება კლიენტს ჩვენი მომგებიანობა უფრო მეტად გაიზრდება.


2-) ყალიბის მონტაჟი
მოსაპირკეთებელი ფილების დანადგარში ყალიბის სწორი მონტაჟი მნიშვნელოვანია დანადგარის გამართულად მუშაობისათვის. ყალიბის არასწორი მონტაჟი გამოიწვევს მთლიანი დანადგარის გაუმართაობას დააზიანებს არა მხოლოდ მას არაამედ ყალიბის დეფორმაციას გამოიწვევს.
უნდა იყოთ დარწმუნებული რომ ყალიბი ზუსტად არის ჩადგმული დანადგარში და დაჭერილია ყველა მისი ხრახნი. მოშვებულ მდგომარეობაში დატოვებული ან ზედმეტად მოჭერილი ერთი ხრახნიც კი დააზიანებს მას.
თუ ჩვენ წესებს დავიცავთ შესაძლებელი გახდება ჩვენი ყალიბის უფრო ხანგრძლივად გამოყენება .
3-) დანადგარში მყოფი ყალიბის სწორი შეცვლა
წარმოების პროცესში შესაძლებელია დაგვჭირდეს სხვა მოდელი ფილის დასამზადებლად ყალიბის შეცვლა. ყალიბის შეცვლისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მისი დანადგარიდან სწორი ამოღება და ჩადგმა.
არასწორი მონტაჟით შესაძლებელია აირიოს ყალიბის ბალანსი და დამზადებული ნაწარმი იქნება არა ზუსტი ზომის
დღის შუალედში წარმოების პროცესში საჭიროა ხშირად გაკონტროლებული იქნას ყალიბის ხრახნები რომელიც დანადგარში ამაგრებს მას რათა არ იყოს მოშვებული ისინი
4-) სწორი ნედლეულის გამოყენება
საჭიროა ზუსტი გამოყენება მოხდეს ნედლეულის რომელიც რეკომენდებულია ნაწარმის დასამზადებლად, ზედმეტი ან ნაკლები ნედლეულის გამოყენება დააზიანებს ყალიბს.
მნიშვნელოვანია თანაბარი სიმაგრე ქონდეს გამოყენებულ ნედლეულს და ფოლადს რომლითაც დამზადებულია ყალიბი . ნედლეული რომელიც მაგარია მალე დააზიანებს ყალიბს რომელიც დამზადებულია რბილი ფოლადის ნედლეულით.
5-) სწორი პადონის გამოყენება
გავუფრთხილდეთ იყოს პადონების ზუსტი ზომა რომელიც გამოყენებული იქნება ჩვენს დანადგარისათვის
თუ გამოიყენებთ არასწორ ან დაზიანებულ პადონს დაზიანდება დანადგარი და უხარისხო იქნება დამზადებული ნაწარმი სავარაუდოდ დაზიანდება მათი დიდი ნაწილი.
6-) ოპერატორის ცოდნა გამოცდილება
დანადგარის და ყალიბის გამოყენებისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ოპერატორი იყოს ამ საქმისთვის შესაბამისი. თუ თქვენს პერსონალს არ გააჩნია საჭირო დონის გამოცდილება დააზიანებს არა მხოლოდ ყალიბს არამედ მთელ დანადგარს ასევე ნაწარმი იქნება დეფორმირებული დაზიანებული.
წარმოების პროცესში ოპერატორმა უნდა გააკონტროლოს მთელი დანადგარი განსაკუთრებით კი უფრთხილდეს ბეტონში არ მოყვეს უცხო ნივთი მაგალითად დიდი ქვა და ა.შ.
7-) ყალიბის მოვლა გასუფთავება:
დანადგარის პერიოდული მოვლა აუცილებლად უნდა იყოს შესრულებული. ყალიბის გაწმენდა ოპერატორის მხრიდან სამუშაოს დასრულებისას უნდა იყოს შესრულებული და ახალი წარმოებისათვის მზად მოყვანილი.
ყალიბში დარჩენილი ბეტონის გაქვავების შემთხვევაში მოხდება ყალიბის ცვეთა და დამზადებუი ნაწარმი იქნება არა სწორი პარამეტრების და დეფორმაციული.
უმაღლესი სტანდარტის და ხარისხით დამზადებული სამშენებლო ბლოკი და მოსაპირკეთებელი ფილები ყალიბების
რა სახის მოსაპირკეთებელი ფილის ყალიბი არსებოსბს ? რას გავუფრთხილდეთ ფილის ყალიბის გამოყენებისას ?
Mega Mould ყალიბების ინდუსტრია